SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
ფინანსებთან წვდომა
ფინანსების ხელმისაწვდომობა არის კომპანიებისთვის საინვესტიციო სახსრების შემოდინების წინაპირობა ზრდისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. რაც უფრო მარტივია კომპანიისთვის ფინანსური სახსრების მოპოვება, მით უფრო მოქნილი ხდება ის. წვდომა ფინანსებთან აძლევს კომპანიას მრავალფეროვან შესაძლებლობებს, განვითარებისთვის და უმარტივებს ადაპტაციის პროცესს ბაზარზე ცვლილებების დროს. ფინანსების ხელმისაწვდომობის არარსებობა კი საფრთხეს უქმნის ბიზნესს, არ აძლევს სრული პოტენციალის გამოვლენის საშუალებას, ამცირებს ინვესტიციებს და ზრდის პერსპექტივებს.
რას მიიღებთ
(1) ოპტიმალური საკრედიტო/საინვესტიციო პირობები და წვდომა მოთხოვნილ კაპიტალთან
(2) ურთიერთობის/მოლაპარაკებების გამარტივება პოტენციურ ფინანსური რესურსის მომწოდებლებთან და ინვესტორებთან
(3) ყველა საჭირო ინფორმაციის მომზადება და მიწოდება ფინანსური რესურსების მომწოდებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას.
რას ვაკეთებთ
(1) ფინანსური რესურსების პოტენციური მომწოდებლების ანალიზი და შერჩევა (კრედიტორები/ინვესტორები)
(2) მომზადებული პროექტის წარდგენა ფინანსური რესურსების პოტენციურ მომწოდებლებისთვის (კრედიტორები/ინვესტორები)
(3) შეთანხმება სესხის/დივიდენდის გადახდის სტრუქტურაზე ფინანსური რესურსების პოტენციურ მომწოდებელთან (კრედიტორები / ინვესტორები)
(4) პროექტის გეგმის და ფინანსური მოდელის შემუშავება
(5) ფინანსური რესურსების მისაღებად მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენაში დახმარება და მხარდაჭერა
(6) მოლაპარაკებების წარმართვა კლიენტის სახელით ფინანსური რესურსების მომწოდებელთან გამართულ დამატებით შეხვედრებზე.
-
ბიზნეს საჭიროებები