SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
BAP.GE გაეშვა
GEC წარმოგიდგენთ ბიზნეს ანალიტიკურ პორტალს - BAP.GE, რომლის გამოყენებით კომპანიებისა და ინდუსტრიების ანალიზი მარტივი და სწრაფი ხდება.
პორტალის მეშვეობით შესაძლებელი ხდება სხვადასხვა კომპანიებისა და ინდუსტრიების აქტივობების, მათი ეფექტურობის, მომგებიანობისა და წლიური დინამიკის შეფასება, ინდუსტრიების ქცევის ტრენდების იდენტიფიცირება, კომპანიებისა და ინდუსტრიების ანალიზი, რაც ხელს უწყობს ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
BAP.GE-ზე გამოყენებულია სხვადასხვა კატეგორიის კომპანიების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის (SARAS) სამსახურში წარდგენილი ფინანსური და არაფინანსური ინფორმაცია. პორტალი მოიცავს ინფორმაციას როგორც საქართველოში არსებული ბიზნეს საქმიანობების შესახებ, ასევე თითოეული საქმიანობის ფარგლებში მოქმედი კომპანიების უმეტესობის შესახებ.
პორტალზე მუდმივად განახლებადი ბიზნეს და ეკონომიკური რეპორტების საშუალებით შესაძლებელი ხდება სხვადასხვა სექტორის, ბიზნეს მიმართულების, ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღება და ბაზრის მიმოხილვების გაცნობა.
პორტალის გამოყენებისთვის საჭიროა BAP.GE-ს გვერდზე პირადი ანგარიშის შექმნა. -
თარიღი:
2020-07-16