SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს ფორუმი
27 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოს აისიტი კლასტერის, ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის ორგანიზებით, GEC Consulting-ისა და სხვა 20-მდე პარტნიორის ხელშეწყობით, ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს ფორუმი იმართება.
ფორუმი 4 სხვადასხვა თემას ფარავს: სამთავრობო ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია, საფინანსო ტექნოლოგიები, განათლება და კომუნიკაციები.
ფორუმის პირველი დღე GovTech-ში ახალ გამოწვევებსა და ახალ პარადიგმებს მიეძღვნა. აღნიშნულ თემაზე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო GEC-ის პარტნიორმა გიორგი სიმონგულაშვილმა და მმართველობის სხვადასხვა მოდელებსა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით კერძო სექტორის ხედვაზე იმსჯელა.
ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი აერთიანებს სხვადასხვა სამთავრობო, ბიზნეს, საკონსულტაციო და აკადემიურ ორგანიზაციებს და აძლევს მათ საშუალებას, ისაუბრონ ძირითად წარმატებებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას თითოეული სექტორი მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში.
-
თარიღი:
2022-06-29