SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
თანამშრომლობა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან
GEC იწყებს ახალ პროექტს: „საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში შესყიდვების პროცესების გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაზრდა”.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2019 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციის მიზნებია: დაარეგულიროს მედიატორთა საქმიანობა და გახადოს მედიაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი; განავითაროს მედიატორის პროფესია და განსაზღვროს მედიატორის კვალიფიკაციის საკითხები; უზრუნველყოს კერძო და სასამართლო მედიაციის შეუფერხებელი ფუნქციონირება; მედიაცია გახადოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ხშირად გამოყენებადი მექანიზმი და სხვა.
პროექტის მიზანია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის შესყიდვების პროცესების გამჭვირვალობისა და ეფექტურობის გაზრდა. პროექტის ძირითადი ამოცანებია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურული სახელმძღვანელოს შემუშავება შესყიდვების პროფესიული, გამჭვირვალე და ეთიკური პროცესების უზრუნველსაყოფად. ასევე, ასოციაციის შესაბამისი მენეჯერებისთვის და პერსონალისთვის ტრენინგის ჩატარება, რათა დაეუფლონ შესყიდვების ეფექტურ ტექნიკას, უზრუნველყონ უმაღლესი პროფესიული, გამჭვირვალე და ეთიკური სტანდარტები შესყიდვების ტრანზაქციებში და შეინარჩუნონ შესაბამისი ანგარიშგება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
-
თარიღი:
2021-10-28