დარგობრივი ასოციაციებისა და სალიზინგო კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობა

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • დარგობრივი ასოციაციებისა და სალიზინგო კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობა

    შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული “რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის (RSMEDP)” ფარგლებში, GEC-ის გუნდმა დაიწყო ახალი პროექტი: „სექტორული ასოციაციის მიერ სალიზინგო კომპანიებთან თანამშრომლობით ტექნოლოგიების/სალიზინგო მომსახურების საპილოტე პაკეტების შექმნის ხელშეწყობა“.

    პროექტის აღნიშნული ეტაპი მიზნად ისახავს ასოციაციებსა და სალიზინგო კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, და უფრო გამარტივებული და რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებული სალიზინგო საფინანსო პროდუქტების სტრუქტურირებას. იმისათვის, რომ აღნიშნული სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ასოციაციები თავიანთ წევრებს მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას და რჩევებს კონკრეტული სექტორებისთვის აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის შესაფერისი არჩევნის შესახებ.

    პროექტის მიზნის მისაღწევად GEC-ის გუნდი:
    - შეადგენს შესაბამისი ასოციაციების სიას;
    - განსაზღვრავს და ითანამშრომლებს სანდო მომწოდებლებთან;
    - გააძლიერებს და მხარს დაუჭერს სექტორულ ასოციაციებს;
    - მონიტორინგს გაუწევს შედეგებს;
    - ხელს შეუწყობს ცოდნის გადაცემას.

    შედეგად, რეგიონებში არსებული მცირე და საშუალო საწარმოები ლიზინგის სერვისის საშუალებით შეძლებენ ახალი დანადგარებისა და ტექნოლოგიების მიღებას. გარდა ამისა, დანადგარების მომწოდებლები ასოციაციის წევრებს შესთავაზებენ ტექნიკურ და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს მანქანა-დანადგარების ტექნოლოგიების სათანადო მოვლასა და ექსპლუატაციას.

    „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტი“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას, შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად.