GEC-ის ახალი პლატფორმა GEC Online

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • GEC-ის ახალი პლატფორმა GEC Online

    GEC-ის ახალი პლატფორმა GEC Online-ის გამოყენებით შესაძლებელია ბიზნეს კონსულტანტებისა და სერვისების დაჯავშნა ერთ სივრცეში.

    GEC online-ის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ესაჭიროება ეფექტური ბიზნეს რჩევები ცვლილებების განხორციელებისთვის და ზრდისთვის. პლატფორმის მთავარი მიზანია გახადოს საკონსულტაციო მომსახურება ხელმისაწვდომი და გაამარტივოს სერვისის მიღების პროცესი.

    GEC Online-ზე დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური შეხვედრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილ კონსულტანტებთან ასევე ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე სასურველი სერვისების, რომელსაც კონსულტანტთა ჯგუფი წარმართავს. ინდივიდუალურ კონსულტაციების თარიღს და ხანგრძლივობას თავად მომხმარებელი განსაზღვრავს. სერვისების დაჯავშნის შემთხვევაში, მომსახურების ხანგრძლივობა წინასწარ არის განსაზღვრული, ხოლო მომხმარებელი სასურველ თარიღს არჩევს.

    გარდა ამისა, პორტალზე არსებული ფორმის გამოყენებით შესაძლებელია ბიზნეს საჭიროებასთან ან გამოწვევასთან დაკავშირებით კითხვების გამოგზავნა. მიღებული ინფორმაცია დამუშავდება GEC-ის ბიზნეს კონსულტანტების მიერ.

    პლატფორმაზე სერვისის მისაღებად რეგისტრაცია საჭირო არ არის.