აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოსთან პროექტის პრეზენტაცია

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოსთან პროექტის პრეზენტაცია

    „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური საჭიროებების შეფასება“ პროექტის ფარგლებში, 26 ივნისს GEC-ის გუნდმა გამართა პროექტის შედეგების პრეზენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსთან და უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტების უფროსებთან. პრეზენტაციაზე GEC-ის გუნდმა წარადგინა ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებები, პროექტის საერთო შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები.

    პროექტი მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური საჭიროებების შეფასების ჩატარებას, საჭიროებების, ხარვეზებისა და იმ მიზეზების დადგენას, რომლებიც აფერხებენ მანდატის ეფექტურ განხორციელებას, ასევე ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის განსაზღვრას.

    პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას ემსახურება.