SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
შეხვედრა საჯარო პოლიტიკის მიმართულების განვითარების ფარგლებში
15 ივლისს, პროექტის "საჯარო პოლიტიკის მიმართულების ხელშეწყობა სამინისტროებში" ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვის ტრენინგის განახლებული პროგრამის შემუშავების მიზნით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელი კომპანიების - GEC-ის, CTC-ის და PAI-ის ექსპერტ-კონსულტანტები. ტრენინგის პროგრამა მომზადდა პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების განახლებულ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით.
ინიციატივა ხორციელდება საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერები არიან UNDP (პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“) და ბრიტანეთის მთავრობა.
-
თარიღი:
2019-07-17