SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან
GEC-ი იწყებს ახალ პროექტს: "საჯარო მოხელეებისთვის საჯარო პოლიტიკის შემუშავების ელექტრონული სწავლების პროგრამის შინაარსის შემუშავების მხარდაჭერა“.
პროექტის მიზანია მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა, საჯარო პოლიტიკის საკითხების ონლაინ სწავლების გზით. GEC-ი ხელს შეუწყობს ელექტრონული სწავლების პროგრამის სტრუქტურირებას და უზრუნველყოფს საჯარო პოლიტიკის კურსის შექმნისთვის საჭირო შინაარსის/კონტენტის შემუშავებასა და დიზაინს. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საჯარო მოხელეების შესაძლებლობების გაზრდას შექმნილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
პროექტის მხარდაჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა UK aid მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას.
-
თარიღი:
2022-01-12