თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

    GEC იწყებს ახალ პროექტს - „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი სერვისცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა საჯარო მომსახურების გასაუმჯობესებლად“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 10 ივლისს, GEC-ის გუნდმა გამართა პროექტის ინიცირების შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მენეჯმენტთან და თანამშრომლებთან. შეხვედრაზე ჩატარდა პრეზენტაცია პროექტის შესახებ და დაისახა სამოქმედო გეგმა.

    პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის მხარდაჭერას ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებების სერიის საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების ეფექტურ და ინკლუზიურ მიწოდებას და გაზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში მოხდება იმ მიზეზების დადგენა და ანალიზი, რომლებიც აფერხებს ორგანიზაციის მანდატის - მომსახურების მიწოდების- ეფექტურ განხორციელებას. პროექტი ფოკუსირებულია ბიზნეს პროცესების განვითარებასა და ხარისხის მართვის სისტემების გაუმჯობესებაზე, ხარისხის კონტროლისა და შეფასების მექანიზმის შემუშავების გზით.

    ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ტრენინგების სერია თემებზე: მომხმარებელთა მომსახურების და სტრესის მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი და შეფასება, ჟესტების ენა, გუნდის მშენებლობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები.

    პროექტის მხარდაჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობა, მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას.