თანამშრომლობა GREDA-სთან

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • თანამშრომლობა GREDA-სთან

    ვიწყებთ მუშაობას ახალ პროექტზე, რომლის მიზანია საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზაციული საქმიანობის ანალიზი და შეფასება, რის შედეგადაც, საქმიანობის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციები და კონკრეტული გეგმა შემუშავდება.

    GREDA მიზნად ისახავს საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

    პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას GREDA-ს მდგრადი ზრდისა და წარმატების უზრუნველსაყოფად, რომლებიცაა ორგანიზაციის არსებული სერვისების ანალიზი, შესაძლო სერვისების განვითარება, რაც თავის მხრის ასოციაციის წევრებისთვის უნიკალურ ღირებულებას შექმნის.

    პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.