SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
თანამშრომლობა საპენსიო სააგენტოსთან
GEC იწყებს ახალ პროექტს: „საპენსიო სააგენტოს გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.“
10 მაისს GEC-ის გუნდმა საპენსიო საგენტოს მენეჯმენტთან პროექტის ინიცირების შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია და დაისახა სამოქმედო გეგმა. პროექტის ფარგლებში GEC-ის გუნდი განახორციელებს:
- სააგენტოს სამწლიანი ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შექმნას, ორგანიზაციის მისიის, ხედვის, ღირებულებების, საშუალოვადიანი პრიორიტეტების, მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების შემუშავების ჩათვლით;
- ორწლიანი სამოქმედო გეგმის განვითარებას, კონკრეტული აქტივობებითა და ქმედებებით, ბიუჯეტით, პასუხისმგებელი ქვედანაყოფებით/მენეჯერებით და მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმებით, რომელთა მიხედვით მოხდება პროგრესის გაზომვა და სტრატეგიის განხორციელების შეფასება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
-
თარიღი:
2022-05-10