SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
თანამშრომლობა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან
GEC იწყებს ახალ პროექტს - „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021-2024 განვითარების სტრატეგიის შემუშავება “.
საქართველოს კონკურენციის სააგენტო შეიქმნა 2014 წელს და წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრემიერ მინისტრის და საზოგადოების წინაშე. 2020 წლის 4 ნოემბერს ძალაში შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების ძირითადი ნაწილი, რომელიც სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, DCFTAის მოთხოვნებს და ასახულია ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებული ძირითადი პრინციპები. 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატმა. ასევე, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ანტიდემინგური კანონმდებლობა და სააგენტოში ფუნქციონირება დაიწყო შესაბამისმა დეპარტამენტმა.
სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტი კონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.
პროექტის მიზანია სააგენტოს მიეცეს საშუალება ეფექტურად შეასრულოს თავისი გაფართოებული მანდატი და გააძლიეროს ორგანიზაციული საქმიანობა. პროექტის ძირითადი ამოცანებია: სააგენტოს დაგეგმვის, მუშაობისა და მონიტორინგის შესაძლებლობების განმტკიცება ორგანიზაციული მიზნების უკეთესად მისაღწევად; მენეჯმენტთან და პასუხისმგებელ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით სამწლიანი ორგანიზაციული სტრატეგიისა და ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. -
თარიღი:
2021-05-21