SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
თანამშრომლობა სემეკთან
GEC-იმ დაიწყო ახალი პროექტი: „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის (ETC) ორგანიზაციული საქმიანობის შეფასება“.
სემეკის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საწარმოებისა და მათ მომხმარებლებს შორის კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გარემოს ჩამოყალიბება. 2022 წლიდან კომისიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (ETC) დააარსა, რომლის მიზანი ტრენინგების ჩატარება, ცნობიერების ამაღლება და ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების შესახებ ცოდნის გაცვლის ხელშეწყობაა.
GEC-ის გუნდი სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზაციული საქმიანობის შეფასებას განახორციელებს, რომლის შედეგადაც, საქმიანობის გაუმჯობესების რეკომენდაციები შემუშავდება. პროექტის ფარგლებში ჩვენი გუნდი :
- შეაფასებს სემეკისა და ენერგეტიკული სასწავლო ცენტრის (ETC) საქმიანობას;
- მოახდენს განვითარებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას;
- შეისწავლის განხორციელებული ადამიანური რესურსების სისტემას;
- შეაფასებს ETC-ის განვითარების საჭიროებებს;
- ჩამოაყალიბებს სისტემურ გეგმას შეფასების შედეგების საფუძველზე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. -
თარიღი:
2023-05-17