თანამშრომლობა სტარტაპ კომპანიებთან

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • თანამშრომლობა სტარტაპ კომპანიებთან

    GEC იწყებს ახალ პროექტს: „ბიზნეს ტრენინგები სტარტაპ კომპანიებისთვის“.

    პროექტის მიზანია ტრენინგებისა და ინდივიდუალური ქოუჩინგ/საკონსულტაციო სესიების განხორციელება USAID/ZRDA-სა და დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე ბენეფიციარებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სახის პროდუქციას, როგორიცაა: ორგანული გაზიანი სასმელი-კომბუჩა, კომპლექსური სასუქები, მეორადი საავტომობილო ზეთები, რძის ნაწარმი, მაღალხარისხიანი ნახშირი.
    პროექტის ამოცანებია:

    - პრაქტიკული ვორქშოპების ჩატარება შემდეგ სფეროებში: მარკეტინგი, გაყიდვები, PR-ი, ბრენდინგი, კომუნიკაციებისა და ორგანიზაციული მენეჯმენტი;
    - ინდივიდუალური ქოუჩინგ სესიების ჩატარება, რაც დაეხმარება კომპანიის წარმომადგენლებს გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის საბოლოო შედეგების დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში;
    - ტრენინგებისა და ინდივიდუალური ქოუჩინგ სესიების შედეგად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა.

    პროექტი ხორციელდება USAID/ZRDA Activity in Georgia-ს მხარდაჭერით.