-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
თანამშრომლობა აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოსთან
GEC იწყებს ახალ პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური საჭიროებების შეფასება“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 4 მაისს, GEC-ის გუნდმა გამართა პროექტის ინიციირების შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსთან და მმართველი გუნდის წევრებთან. შეხვედრაზე ჩატარდა პრეზენტაცია პროექტის შესახებ და დაისახა სამოქმედო გეგმა.
პროექტი მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური საჭიროებების შეფასების ჩატარებას, საჭიროებების, ხარვეზებისა და იმ მიზეზების დადგენას, რომლებიც აფერხებენ მანდატის ეფექტურ განხორციელებას, ასევე ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის განსაზღვრას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. -
თარიღი:
2020-05-05