SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
თანამშრომლობა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან
GEC-იმ დაიწყო ახალი პროექტი: „საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე და ეფექტური მართვის სისტემის განვითარება და დანერგვა“.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეიქმნა 2014 წელს და წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრემიერ მინისტრის და საზოგადოების წინაშე. 2020 წლის 4 ნოემბერს ძალაში შევიდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების ძირითადი ნაწილი, რომელიც სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, DCFTAის მოთხოვნებს და ასახულია ევროკავშირის კონკურენციის სამართალში არსებული ძირითადი პრინციპები. 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და სააგენტოს სტრუქტურის ქვეშ საქმიანობა დაიწყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატმა. ასევე, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ანტიდემპინგური კანონმდებლობა და სააგენტოში ფუნქციონირება დაიწყო შესაბამისმა დეპარტამენტმა. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტი კონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.
პროექტი მიზნად ისახავს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის პრაქტიკის სისტემატიზაციას ეფექტური საკომუნიკაციო ინსტრუმენტებისა და მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის გზით. პროექტის განმავლობაში GEC-ის გუნდი:
• შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის სოციალური მედიის წყაროების ეფექტური გამოყენებისათვის;
• შეიმუშავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის/კომუნიკაციების 3-წლიან სტრატეგიას და 1-წლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს სამიზნე აუდიტორიას, არხებს, ძირითად გზავნილებს, ტაქტიკებს, პასუხისმგებელ პირებს და საჭირო რესურსებს;
• შეიმუშავებს ორგანიზაციის ბრენდბუქს;
• უზრუნველყოფს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის და სხვა მენეჯერების მუდმივ ქოუჩინგს სამოქმედო გეგმის განხორციელებისას;
• ჩაატარებს 2-დღიან ვორქშოპს სააგენტოს მენეჯმენტთან ეფექტური კომუნიკაციისა და მესიჯების ფორმირების ინსტრუმენტების შესახებ;
• ჩაატარებს 1-დღიან ვორქშოპს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან და კომუნიკაციაში ჩართულ სხვა თანამშრომლებთან, მესიჯების შემუშავების, დანერგვისა და თანამედროვე კომუნიკაციების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
-
თარიღი:
2021-12-01