SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
GEC-სა და DWV-ს ერთობლივი ტრენინგი
2023 წლის 15 ივნისს GEC-ისა და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: “სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) განვითარება: გზა საჭიროების იდენტიფიცირებიდან დანერგვამდე”. ტრენინგს GEC-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მიზანდარი და ბიზნეს კონსულტანტი ალექსანდრე ჭელიძე უძღვებოდნენ.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- რა არის SOP-ი და რა დანიშნულება აქვს;
- რა სახის საქმიანობა საჭიროებს სტანდარტიზაციას და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას;
- როგორ დავაიდენტიფიციროთ SOP-ების შექმნის საჭიროება ჩვენს ორგანიზაციაში;
- SOP-ის შემუშავების ინსტრუმენტებსა და ძირითად ეტაპებს;
- SOP-ების მართვის შიდა ორგანიზაციული სისტემას:
- SOP-ის შექმნის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;
- დანერგვის მიდგომები;
- შეფასება და განახლება.
ტრენინგში 18 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, მათ შორის: სს ლელო, შპს ბიზნეს ადმინისტრირების მხარდაჭერის ცენტრი, შპს გლობალტესტი, შპს გაია ფარმინგი, შპს დიოლერ ჯორჯია, შპს ფაუდერპროჯექტ.ჯი, სს პროკრედიტ ბანკი და სხვა.
-
თარიღი:
2023-06-20