SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
შეხვედრა ZSPA-ს მენეჯმენტთან
2 მარტს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მენეჯმენტთან, GEC-ის გუნდმა პროექტის ინიციირების შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჩატარდა პრეზენტაცია პროექტის შესახებ და დაისახა სამოქმედო გეგმა.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (ZSPA) დაფუძნებულია 2005 წელს საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზების მიზნით. პროექტის მთავარი მიზანია სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საოპერაციო ეფექტურობის და ეფექტიანობის გაძლიერება, მისი ინსტიტუციონალური მოწყობის გაუმჯობესების, პროცესების ოპტიმიზაციის და ფუნქციების გადაწყობის გზით, რათა ორგანიზაციამ წარმატებულად მოახდინოს თავისი პოზიციონირება, როგორც ტრენინგების ძირითადმა მიმწოდებელმა საჯარო მოხელეებისთვის ქვეყნის მასშტაბით. GEC-ის გუნდი იმუშავებს სკოლის პროცესების განახლებაზე, ორგანიზაციულ ოპტიმიზაციაზე და კომუნიკაციებისა და მარკეტინგის სტრატეგიის განვითარებაზე.
პროექტი ხორციელდება ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020-ის (USAID საქართველო, HICD2020) მხარდაჭერით.
-
თარიღი:
2020-03-04