თანამშრომლობა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • თანამშრომლობა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან

    GEC იწყებს ახალ პროექტს: „საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე და ეფექტური მართვის სისტემის განვითარება და დანერგვა“.

    საქართველოს მედიატორთა ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2019 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციის მიზნებია: დაარეგულიროს მედიატორთა საქმიანობა და გახადოს მედიაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი; განავითაროს მედიატორის პროფესია და განსაზღვროს მედიატორის კვალიფიკაციის საკითხები; უზრუნველყოს კერძო და სასამართლო მედიაციის შეუფერხებელი ფუნქციონირება; მედიაცია გახადოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ხშირად გამოყენებადი მექანიზმი და სხვა.

    პროექტი მიზნად ისახავს ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის პრაქტიკის სისტემატიზაციას ეფექტური საკომუნიკაციო ინსტრუმენტებისა და მექანიზმების ინსტიტუციონალიზაციის გზით. პროექტის განმავლობაში GEC-ის გუნდი:

    • შეიმუშავებს ერთწლიან საზოგადოებასთან ურთიერთობის/საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს სამიზნე აუდიტორიას, არხებს, ძირითად გზავნილებს, ტაქტიკებს, პასუხისმგებელ პირებს და საჭირო რესურსებს;
    • შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის სოციალური მედიის წყაროების ეფექტური გამოყენებისათვის;
    • უზრუნველყოფს ასოციაციის PR მენეჯერის და სხვა მენეჯერების მუდმივ ქოუჩინგს სამოქმედო გეგმის განხორციელებისას;
    • უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის/საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის შეფასების ანგარიშის შემუშავებას ექვსთვიანი განხორციელების შედეგებზე დაყრდნობით, საჭირო გაუმჯობესების რეკომენდაციებით.

    პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.