GEC-ის მიერ შემუშავებული სტრატეგია დამტკიცდა

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • GEC-ის მიერ შემუშავებული სტრატეგია დამტკიცდა

    2018-2019 წლებში, GEC-იმ განახორციელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერა ორგანიზაციული სტრუქტურის, ინსტიტუციური სტრატეგიული დაგეგმვისა და ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში.

    პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა  (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში"  ფარგლებში.

    პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს მხარდაჭერა მისი ეფექტიანობისა და ეფექტურობის ამაღლებაში. სამინისტროს ეფექტიანობაში მოიაზრება მისთვის სახელმწიფო მანდატით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, ხოლო ეფექტურობაში - მანდატით განსაზღვრული ვალდებულებების რესურსების ოპტიმალური დანახარჯებით შესრულება.

    პროექტის ფარგლებში GEC-ის გუნდმა ჩაატარა შემდეგი სამუშაოები:
    - სამინისტროს ფუნქციური და დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი;
    - სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურის, სამუშაო აღწერილობებისა და დებულების გადახედვა. შემუშავდა რეკომენდაციები ფუნქციებისა და თანამშრომლების გადანაწილებაზე და ბიზნეს პროცესების აღწერილობები;
    - სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების ქოუჩინგი და მათი საკონსულტაციო მხარდაჭერა სამწლიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში;
    - სამწლიანი სტრატეგიის საფუძველზე, GEC-ის გუნდის მხარდაჭერით, სამინისტრომ შეიმუშავა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა და დეპარტამენტების სამოქმედო გეგმები.

    შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაამტკიცა შემუშავებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმები. გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა რეკომენდებული ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვის მიმართულებით.