თანამშრომლობა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან

ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციისთვის, მითთებულ ნომერზე გამოგზავნილი კოდი შეიყვანეთ და დაადასტურეთ

60 წამი
კოდის მიღება
      ახალი ამბები/პუბლიკაციები
SCROLL DOWN
  •      

    Enable change and growth of your business!

  • თანამშრომლობა საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან

    GEC იწყებს ახალ პროექტს - „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ადამიანური რესურსების თანამედროვე მართვის სისტემის განვითარება და დანერგვა“.

    „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ 2015 წელს დაარსდა და დღესდღეისობით ორასამდე მედიატორსა და მედიაციით დაინტერესებულ პირს აერთიანებს. ასოციაცია მთავარ მიზნად ისახავს მედიაციის განვითარებას, მედიატორთა სწავლებასა და აკრედიტაციას,ასევე მათი ინტერესების დაცვას, ქცევების წესების შემუშვებასა და აღსრულებას. აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, ასოციაცია თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო დონორებთან.

    პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში ადამიანური რესურსების თანამედროვე მართვის სისტემის განვითარებასა და დანერგვას, ასევე ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროექტის ძირითადი ამოცანებია: ორგანიზაციის მანდატისა და სტრატეგიის გაცნობა, ადამიანური რესურსების მართვის არსებული პრაქტიკის შესწავლა, ორგანიზაციის მართვის და საოპერაციო შეზღუდვების იდენტიფიცირება და ადამიანური რესურსების მართვის კონცეპტუალური მოდელის განვითარება. ასევე, ადამიანური რესურსების მართვის სისტემის (პოლიტიკისა და პროცედურების) განვითარება და დანერგვაში მხარდაჭერა.

    პროექტი ხორციელდება USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.