SCROLL DOWN
-
პორტფოლიო
-
ჩვენ შესახებ
-
რჩევა
-
ტრანსფორმაცია
-
კვლევა
-
ახალი ამბები
-
Enable change and growth of your business!
-
საქმიანობის გაუმჯობესება/რესტრუქტურიზაცია
ორგანიზაციისთვის კრიტიკულია უწყვეტი განვითარებისკენ მუდმივი მისწრაფება. ეს არის კომპანიის შესაძლებლობების განვითარების, სრულყოფილი საოპერაციო სისტემის და მდგრადი შედეგების მიღწევის საშუალება. -
მენეჯერული და KPI სისტემის დანერგვა
მენეჯერული სისტემა არის ურთიერთდაკავშირებული ელემენტების კომპლექტი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის პოლიტიკასა და მიზნებს, მათი უსაფრთხო, ეფექტიანი და ეფექტური გზით განხორციელების გათვალისწინებით. -
შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა
შიდა კონტროლის სისტემა არის მნიშვნელოვანი მექანიზმი სწორი მენეჯმენტის ხელშესაწყობად. მცირე ზომის ორგანიზაციებში მას შეუძლია შეითავსოს აღსრულების კონტროლი, მაგრამ უფრო დიდი ზომის ორგანიზაციებში, უფრო დიდი როლი აკისრია მმართველი რგოლისთვის შიდა კონტროლის სისტემას -
საწარმოს რესურსის დაგეგმვის (ERP) სისტემის დანერგვა
საწარმოს რესურსების დაგეგმვის (ERP) სისტემა წარმოადგენს ბიზნეს პროცესის მართვის პროგრამას, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ორგანიზაციულ სისტემებს და ერთიან სისტემაში აერთიანებს ორგანიზაციის საბაზო მონაცემებსა და პროცესებს. -
ბიზნეს პროცესების და საოპერაციო ოპტიმიზაცია
ბიზნესის პროცესების შემუშავების/განახლების პრაქტიკა გულისხმობს ბიზნეს პროცესების გადახედვასა, განახლებასა და რესტუქტურიზაციას, რის შედეგადაც გაუმჯობესდება ორგანიზაციის მისიიის მხარდაჭერა და მასთან თავსებადობა, ასევე ორგანიზაციას შეუმცირდება ხარჯები. -
ცვლილებების მენეჯმენტი
ცვლილების მენეჯმენტი არის მიდგომა, რომლიც მეშვეობითაც ადამიანები, გუნდები თუ ორგანიზაციები უკეთესობისკენ სწრაფვის მიზნით გარდაიქმნებიან. -
ორგანიზაციული დიზაინი
ორგანიზაციული დიზაინის შემუშავება მოიცავს როლების, პროცესებისა და სტრუქტურების შექმნას, სამუშაო პროცესებში დისფუნქციური ასპექტების იდენტიფიკაციას; პროცედურების, სტრუქტურებისა და სისტემების უხარვეზო ფუნქციონირებას -
საქმიანობის შეფასება
თქვენთვის, როგორც წარმატებული ბიზნესისთვის არსებითია მუდმივ პროგრესზე და ზრდაზე ორიენტირება. შესაბამისად, აუცილებელია ორგანიზაციის არსებული მდგომარეობის ცოდნა და მისი ანალიზი. -
მმართველობის ანგარიშგება
მმართველობის ანგარიშგების სისტემა არის მენეჯმენტის კონტროლის სისტემა, რომელიც მიმართულია ბიზნეს ინფორმაციას მოგორვებისკენ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მენეჯმენტის წევრებს დროული და რელევანტური ინფორმაციის მიღებაში. -
კორპორატიული ტრენინგი
ტრენინგი კრიტიკულია ნებისმიერი კომპანიის წარმატებული საქმიანობისთვის. კარგად შემუშავებული და სწორად მიწოდებული ტრენინგები აუმჯობესებს საქმიანობას, ხელს უწყობს ეფექტურობის გაზრდას და ამცირებს დროს დასახული მიზნების მისაღწევად.